+995 322 366 700

info@winart.ge

თბილისი, ვახტანგ VI ქუჩა (აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ)

REHAU VACUCLEAN

VACUCLEAN არის მტვრის გაწმენდის თანამედროვე და ჰიგიენური სისტემა, რომელიც განკუთვნილია კერძო სახლებში, ერთ და ორბინიან სახლებში, ქალაქის სახლებში, სასტუმროებში, ოფისებში გამოსაყენებლად. ის აცილებს სათავსოდან უწვრილეს მტვერსაც კი, ჩვეულებრივი მტვერსასრუტისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ შეუძლია წვრილი ნაწილაკების დაჭერა.

სისტემა აგებულია RAUPIANO PLUS ხმაურშთანმთქმელი მილგაყვანილობების და REHAU-ს მთავარი მტვერსასრუტის ბაზაზე. სისტემა ადვილი და მოხერხებული გამოსაყენებელია!

უპირატესობები

სიჩუმე

სისტემაში გამოყენებულია შეერთებების, სამაგრებისა და მრავალშრიანი პოლიმერის მილების იგივე სისტემა, რომელიც გამოიყენება ხმაურშთანმთქმელ კანალიზაციაში REHAU RAUPIANO Plus, და ამჟღავნებს შესანიშნავ ხმაურისაგან დამცავ თვისებებს.

მტვერსასრუტი

საიმედო ტექნიკა და გერმანული წარმოების დამუშავებული ხარისხი

• შეწოვის მუდმივი დიდი სიმძლავრე;
• ნახშირის თვითგამწმენდი მუსები ძრავის დასაცავად;
• რბილი ელექტრონული გაშვება;
• თბული დაცვა გადახურების წინააღმდეგ;
• მტვერსასრუტის შემთხვევითი გამორთვის დროს ძრავა არ გადახურდება, ცენტრალური მტვერსასრუტი ავტომატურად გამოირთვება 15 წუთი მუშაობის შემდეგ;
• ხანგამძლეობა.

გაწმენდის სისტემა

მტვერსასრუტიდან ატმოსფეროში გამოიყოფა მთლიანად გაწმენდილი ჰაერი. გაწმენდა ხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ციკლონური ფილტრი ატრიალებს ჭუჭყიანი ჰაერის ნაკადს. ცენტრიდანული ძალების მოქმედებით მტვრის ნაწილაკები ეკვრის კედლებს და შემდეგ ილექება მტვრის შემკრებში. მეორე ეტაპზე დარჩენილი წვრილდისპერსიული მტვერი ხვდება ვაზნა ფილტრში, რომელიც შესანიშნავად წმენდს და მომსახურებას არ საჭიროებს. შემდეგ მთლიანად გაწმენდილი ჰაერი გამოიდევნება ატმოსფეროში. შეწოვილ ჰაერში არსებული მტვერი და მავნებლები შენობაში არ ხვდება.